ინგლისური ენის საშუალო საფეხურის კურსი მიჰყვება შესავალ კურსს 10-დან 10-ზე. ვინაიდან კურსი უფრო მაღალი დონისაა, შეიცავს გაცილებით მეტ ლექსიკურ ერთეულებისა და რთული გრამატიკულ კონსტრუქციებისა კომბინაციას.
იმისთვის, რომ გასცდეთ დამწყებ/საბაზისო საფეხურს, თავისუფლად ისაუბროთ ინგლისურად, აუცილებელია იცოდეთ ინგლისური გრამატიკის საფუძვლები. ამ კურსში ჩვენ გამოვიყენებთ ინგლისური გრამატიკის ჩვენეულ, სრულყოფილ რუკას, რაც დაგეხმარებათ შეისწავლოთ გრამატიკული სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილები, კერძოდ: არსებითი სახელები, ნაცვალსახელები, ზმნები და ენობრივი კონსტრუქციები.
პროგრამის გრამატიკულ ნაწილს ახლავს ,,მეხსიერების სასახლეები“,რაც კურსის მსმენელებს საშუალებას აძლევს სივრცული აღქმითა და გამოცდილებით შეიმეცნონ ინგლისური ენის სტრუქტურული სისტემა.
გრამატიკული ნაწილი შეიცავს ლექსიკის გამამდიდრებელ სხვადასხვა ამბავს. მთავარ ამბავს ჰქვია ,,მაქსის სიზმარი/ოცნება“,რომელიც შეიცავს 1500-მდე უნიკალურ სიტყვას , ინგლისურ ენაში ყველაზე გავრცელებულ კონსტრუქციებსა და გრამატიკულ მაგალითებს.
ამავდროულად კურსი შეიცავს ლექსიკის გამამდიდრებელ მოკლე თემებს, ისეთებს, როგორებიცაა მოგზაურობა, საყიდლებზე წასვლა, ვიზიტი ღვინის ქარხანაში, სპორტული ღონისძიებები და სხვა.
პროგრამა შეიცავს სავარჯიშოებსა და ტესტებს, ასევე შეძლებთ ჩამოტვირთოთ საკითხავი მასალასა და აუდიო ფაილები.
გაიფართოვეთ ინგლისური ენის დონე მაქსიმალურად ეფექტურად. ამ კურსის შინაარსის დაუფლებით, თქვენ მიაღწევთ ინგლისური ენის მინიმუმ B1 ან საშუალო დონეს.
Dr. Aaron Ralby is the founder and director of Linguisticator Ltd. He holds a BA in English and Modern Languages and Linguistics from the University of Maryland, Baltimore County; an MPhil in Anglo-Saxon, Norse and Celtic from the University of Cambridge; and a PhD in Medieval Studies from Cornell University. Aaron is the principle overseer of course creation at Linguisticator and also presents all final materials produced by his team of linguists and native speakers.