ELT Tiger – Essential English for Georgian Speakers

აუცილებელი ინგლისური ქართულად მოსაუბრეებისთვის

   Watch Promo

ლინგვისტიკატორი სიამაყით წარმოგიდგენთ ინგლისური ენის სწავლების პროგრამას

(ELT) Tiger Essential English რომელიც შემუშავებულია საქართველოში ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით.

ELT Tiger არის 11 კვირიანი ინტენსიური ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა, რომელიც განკუთვნილია დამწყებთათვის. პროგრამა გულისხმობს ინგლისური ენის შესწავლას სწავლების სრულიად ახალი მეთოდით. ეს არის პირველი ამ ტიპის პროგრამა, იმიტომ რომ იგი იყენებს სწავლის უძველეს მეთოდს, რომელსაც ეწოდება ,,მეხსიერების სასახლე“.

ჩვენ, ადამიანები გაცილებით უკეთ ვიმახსოვრებთ ადგილებს, რომლებიც მოვინახულეთ და მოვლენებს, რომლებიც გამოვცადეთ ვიდრე უბრალოდ ტექსტის, რიცხვების და სიტყვების დამახსოვრებაა. ,,მეხსიერების სასახლე“ არის ტექსტური ინფორმაციის ვიზუალიზაცია და მისი ორგანიზება სივრცეში ერთგვარი გონებრივი ბიბლიოთეკის შესაქმნელად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შინაარსის ბევრჯერ გამეორების ნაცვლად, თქვენ შეგიძლიათ ისწავლოთ ახალი საგნები მხოლოდ სივრცის მოკვლევით და საკუთარი აღმოჩენებით. ეს მეთოდი სწავლის პროცესს უფრო სწრაფს და სახალისოს ხდის.

წარსულში, ეს მეთოდი დიდწილად ეყრდნობოდა წარმოსახვას და მოითხოვდა ბევრ ვარჯიშს პრაქტიკაში გამოსაყენებლად. ახლა, ლინგვისტიკატორის პროგრამული უზრუნველყოფა Munx VR-ის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ეს მეხსიერების სასახლეები ვირტუალ რეალობაში. თქვენ ფაქტობრივად შეგიძლიათ ისეირნოთ ინგლისური ენის შიგნით და ნახოთ ის თქვენი საკუთარი თვალით.

ამ კურსის განმავლობაში თითოეულ დღეს, თქვენ ისწავლით 10-12 ახალ საგანს. ვიდეო გაკვეთილები (რომლებიც თქვენ უნდა ნახოთ სახლში) წარმოგიდგენთ და აგიხსნით ახალ მასალას. ყოველ დღე, თქვენ შეავსებთ ახალ ოთახს ვირტუალური მეხსიერების სასახლეში ახალი ნასწავლი სიტყვებით და ფრაზებით. თუ თქვენ შეძლებთ დაიმახსოვროთ თქვენი გზა ვირტუალურ სივრცეში, კურსის ბოლოს თქვენ გექნებათ აქტიური ლექსიკა 800-ზე მეტი სიტყვით და ფრაზით - საკმარისი იმისთვის რომ ისაუბროთ და გამოიყენოთ ინგლისური ყველაზე აუცილებელ ყოველდღიურ ურთიერთობებში.

კურსის განმავლობაში თვითოეულ სტუდენტს საშუალება ექნება ისწავლოს ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით, უყუროს კურსის შინაარსს, მონაწილეობა მიიღოს ონლაინ გაკვეთილებში და მოუსმინოს ვრცელ ბიბლიოთეკას აუდიო მიმოხილვების თანხლებით.

თქვენ შეხვდებით კვალიფიციურ მასწავლებელს კვირაში სამჯერ, თითოეული გაკვეთილი იქნება 90 წუთიანი, რომელიც დაეთმობა შინაარსის განხილვას, კითხვების დასმას, მეხსიერების სასახლის აღმოჩენას ვირტუალურ რეალობაში და ახალი ენის გამოყენების პრაქტიკას.

დააჭირეთ ქვემოთ მოცემულ ღილაკს თქვენი ინტერესის დასაფიქსირებლად და მონაწილეობისმისაღებად.


Your Instructor


Aaron Ralby
Aaron Ralby

Dr. Aaron Ralby is the founder and director of Linguisticator Ltd. He holds a BA in English and Modern Languages and Linguistics from the University of Maryland, Baltimore County; an MPhil in Anglo-Saxon, Norse and Celtic from the University of Cambridge; and a PhD in Medieval Studies from Cornell University. Aaron is the principle overseer of course creation at Linguisticator and also presents all final materials produced by his team of linguists and native speakers.


თამარ მოსიაშვილმა დაამთავრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 2016 დაამთავრა უნივერსიტეტი სპეციალობით ,,ტიპოლოგიური ლინგვისტიკა და მთარგმნელობითი საქმე“ და მიენიჭა ფილოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.


თამარი ინგლისური ენის მასწავლებელია. თავის პროფესიულ საქმიანობაში ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ინგლისური ენის სწავლის პროცესის კავშირს კრიტიკულ და შემოქმედებითი აზროვნებასთან, სასიცოცხლო უნარების განვითარებასთან.

თამარი არის ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის წევრი, მასწავლებელთა ტრენერი. აქტიურად თანამშრომლობს ამერიკულ კუთხეებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

თამარ მოსიაშვილი რამდენიმე საგანმანათლებლო პროექტის ავტორია, მათ შორის აღსანიშნავია ინგლისური მედიაწიგნიერებისთვის, ინგლისური სოციალური აქტივობისთვის, ინგლისურისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარება მასმედიით.

Tamar Mosiashvili graduated Iakob Gogebashvili Telavi State University. She was awarded the degree of Master in philology, specialty “Typological linguistic and translation” in 2016.

Tamar in an English language teacher. Her teaching practice emphasizes the importance of connection teaching process with critical and creative thinking, and life skills development.

Tamar is a member of English Language Teachers Association of Georgia (ETAG) and teacher trainer. She actively collaborates with American Corners and local NGOs.

Tamar Mosiashvili is an author of educational projects, including English for Media Literacy, English for Social Activism, Developing English and critical thinking skills through mass media.

Course Curriculum


  Goodbye!
Available in days
days after you enroll

Get started now!